“ინტერს” მარჯვენა მცველი ჟოაო კანსელო დაუბრუნდა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო და დიდი ალბათობით, მომავალი ტურის მატჩისთვის მზად იქნება.
23 წლის მოთამაშე “ნერაძურის” გასულ ზაფხულს “ვალენსიადან” ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, თუმცა მილანური კლუბის მაისურით მხოლოდ შვიდი წუთი ითამაშა, ხოლო შემდეგ პორტუგალიის ნაკრებში მუხლის ტრავმა მიიღო და ვარჯიშს ახლაღა დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ “ინტერი” უახლოეს შეხვედრას 15 ოქტომბერს ჩაატარებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი “დერბი დელა მადონინაში” თანაქალაქელ “მილანს” დაუპირისპირდება.