მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 29 წლის ფეხბურთელმა სომხეთთან მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში ჰეთთრიკი შეასრულა, ნაკრებში 50 გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ვლოძიმეჟ ლიუბანსკის (48) შედეგი გააუმჯობესა.
ლევანდოვსკის ნაკრებში დებიუტი 2008 წელს სან მარინოსთან შეხვედრაში ჰქონდა და თავი გოლით გამოიჩინა. მას შემდეგ თავდამსხმელი ეროვნული გუნდის მაისურით მოედანზე 91-ჯერ გავიდა.
ერევანში მიმდინარე მატჩში მეორე ტაიმი მიმდინარეობს, პოლონეთი კი მასპინძელს ოთხბურთიანი (5:1) სხვაობით ამარცხებს.