ფეხბურთი

20:20 | 5.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოლო ტურე კოტდივუარის ნაკრებში დაბრუნდა

ლონდონის "არსენალის", "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულის" და "სელტიკის" ყოფილი მცველი კოლო ტურე კოტდივუარის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის მარკ ვილმოტსის ასისტენტი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია კოტდივუარის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. კოლო ასევე ოლიმპიური ნაკრებშიც იმუშავებს.

ტურეს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2000 წელს ჰქონდა და მას შემდეგ ჩატარებულ 120 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. კოტდივუარის ნაკრების მაისურით კოლომ აფრიკის ეროვნებათა თასი 2015 წელს მოიგო.

0.125045