ფეხბურთი

15:46 | 5.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბეილის დაბრუნებას “ტოტენჰემთან” ელიან

მადრიდის “რეალისა” და უელსის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის გარეტ ბეილის ტრავმა ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორც მედიკოსები მიიჩნევდნენ და შესაძლოა, ფეხბურთელი წინასწარ დასახელებულ დროზე ადრე დაუბრუნდეს მინდორს.

“უკანასკნელმა ტესტებმა არ გამოავლინდა მარცხენა ფეხის კუნთზე ძლიერი დაზიანება და თუ ფეხბურთელი მკაცრად გააკონტროლებს მას, დროზე ადრე დაბრუნდება”, ნათქვამია “სამეფო კლუბის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

მადრიდელები იმედოვნებენ, რომ ბეილი 17 ოქტომბრამდე სრულად გამოჯანმრთელდება და ჩემპიონთა ლიგაზე, მისი ყოფილი კლუბის, “ტოტენჰემის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ბეილმა კუნთი “დორტმუნდთან” მატჩის დროს დაიზიანა. ტრავმის გამო მას ლა ლიგის ერთი შეხვედრა უკვე გაუცდა და ორ სანაკრებო მატჩსაც გამოტოვებს, მათ შორის ერთს საქართველოს ნაკრებთან, რომელიც 6 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” გაიმართება.

0.115515