ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ნეიმარი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე დაშავდა. Sport.es-ის ინფორმაციით, “სელესაოს” ლიდერმა დაზიანება კატალონიის “ბარსელონას” წევრ პაულინიოსთან შეჯახების შემდეგ მიიღო.
ნეიმარის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა, თუმცა ფეხბურთელმა ვარჯიში მაინც დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილია, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, ბოლივიისა და ჩილეს ნაკრებებთან მატჩებისთვის ემზადება.