ფეხბურთი

16:06 | 4.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ალექსის სანჩესთან შეთანხმებას ცდილობს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელ ალექსის სანჩესთან შეთანხმებას ცდილობს.

ჩილელ ფეხბურთელს “მეთოფეებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ცნობილია, რომ იგი ინგლისურ კლუბში დარჩენას აღარ აპირებს. პსჟ-ს სურს ამ სიტუაციით ისარგებლოს და გამომდინარე იქედან, რომ ზაფხულში ალექსისის ტრანსფერში ფულის გადახდა აღარ მოუწევს, თავად ფეხბურთელს ხელშეკრულების გაფორმებისთვის 10 მილიონ ევროს სთავაზობს.

რაც შეეხება სანჩესის პირად კონტრაქტს, პარიზელები მზად არიან მას კვირაში 275 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაუხადონ.

“პარი სენ ჟერმენის” გარდა, ჩილელის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი”, “სიტი”, “ჩელსი”, “ბაიერნი” და “რეალი” იჩენენ.

0.116236