კალათბურთი

12:57 | 4.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონის მორიგი გამარჯვება საფრანგეთის ჩემპიონატში

საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა მაიკლ დიქსონის „სტრასბურმა“. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელის გუნდმა „შალონ-რეიმსს“ უმასპინძლა და მეტოქე 93:72 დაამარცხა.

დიქსონი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:51 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლმა 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანიდან კი ყველა ააცილა.

3 ტურის შემდეგ „სტრასბურს“ 2 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 9 ოქტომბერს, სტრასბურელები „ლე მანს“ უმასპინძლებენ.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063492
სარეკლამო ადგილი - 99
X x X