მადრიდის “რეალს” “ტოტენჰემის” ფორვარდის ჰარი კეინის შეძენა უნდა. აღნიშნულ ინფორმაციას Don Balon ავრცელებს. ქარიმ ბენზემას ტრავმამ გუნდში ყველაფერი არია და “სამეფო კლუბს” მის პოზიციაზე შემცვლელის პოვნა გაუჭირდა.
BBC-ის ცნობით, მადრიდული გრანდი 24 წლის ინგლისელში 177 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კეინმა 9 თამაში ჩაატარა და მის ანგარიშზე 11 გოლია.