ფეხბურთი

21:45 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტრევიზომ” იბრაჰიმოვიჩს დაბადების დღე ირონიულად მიულოცა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დღეს იუბილარია. “წითელი ეშმაკების” შემტევს 36 წელი შეუსრულდა. იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა “ტრევიზომ” კი, ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაბადების დღე ირონიულად მიულოცა.

კერძოდ, აპენინური გუნდის ფეისბუქგვერდზე ასეთ სტატუსს ვაწყდებით:

“გილოცავთ იბრა! გულშემატკივრებისა და ერთადერთი იტალიური გუნდისგან, რომელის კარშიც სერია A-ში გოლი არასდროს გაგიტანია”, - წერს “ტრევიზო”.

სხვათა შორის, ეს სრული სიმართლეა. “ტრევიზო” ერთადერთი იტალიური გუნდია, რომლის წინააღმდეგაც შვედს უთამაშია, მაგრამ გოლი არ გაუტანია. იბრაჰიმოვიჩს “ტრევიზოს” წინააღმდეგ თამაში 2005-2006 წლების სეზონში “იუვენტუსის” მაისურით ორჯერ მოუწია, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა.

სხვა იტალიური გუნდების კარში კი ზლატანის შედეგიანობა შემდეგნაირია: “პალერმო” და “პარმა” – 10 გოლი. “ფიორენტინა” და “რომა” – 8, “ლეჩე”, “ლაციო”, “ლივორნო” და “სიენა” – 7, “კიევო”, “ინტერი”, “სამპდორია” – 5, “ატალანტა”, “ბოლონია”, “კალიარი”, “კატანია”, “ემპოლი” და “რეჯინა” – 4, “ჯენოა”, “ტორინო” – 3, “ასკოლი”, “ბრეშა”, “მესინა”, “მილანი”, “ნაპოლი”, “ნოვარა” და “უდინეზე” – 2, “ჩეზენა” და “იუვენტუსი” – 1.

0.118304