ფეხბურთი

19:23 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი და რამოსი პიკეს არ ეთანხმებიან

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველის ჟერარ პიკეს შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ რადიკალიზმი მისთვის მიუღებელია.

“არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ მხარეს დაიკავებ. რადიკალიზმი ზოგადად ცუდი ფორმაა. ფანატიზმი მიუღებელია. პიკე საკუთარ რწმენას რადიკალურად გამოხატავს", - უთხრა ნადალმა Marca-ს.

შეგახსენებთ, პიკემ არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს კატალონიის დამოუკიდებლობას და მზადაა, თუ საჭირო გახდება, ესპანეთის ნაკრები დატოვოს.

აღნიშულმა “რეალის” მცველი სერხიო რამოსი გააღიზიანა და პიკესთან კონფლიქტი მოუვიდა. რამოსმა პიკე ნაკრებში სიტუაციის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა.

0.119969