საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია ტურნირის პირველ წრეში ნიკ კირიოსს დაუპირისპირდა და ორ სეტში 1:6, 2:6 დამარცხდა.
მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-60 ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელისა და მე-19 პოზიციაზე მყოფი ავსტრალიელის შეხვედრა 57 წუთს გაგრძელდა.
პეკინში მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი 3 028 080 დოლარია.