ლონდონის “არსენალის” შემტევი ნახევარმცველი მესუტ ოზილი, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდეს. ამის შესახებ “წითელი ეშმაკების” მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა. პორტუგალიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ გერმანელი მის გუნდს მალე დაემატება.
29 წლის მოთამაშეს “მეთოფეებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა მოლაპარაკებების წარმოება გერმანელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს შეეძლება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოურინიო და ოზილი მადრიდის “რეალში” ერთად მუშაობდნენ.
შეგახსენებთ, რომ მესუტისადმი ინტერესს მილანის “ინტერიც” იჩენს.