მანუჩარ მარკოიშვილისთვის სეზონი ოფიციალურად დაიწყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იტალიის სერია A-ს კლუბ „რეჯიო ემილიას“ ღირსებას იცავს, რომელმაც პირველი ტურის მატჩი გუშინ სტუმრად, „აველინოსთან“ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 62:66 დამარცხდა.
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. მანუჩარმა 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მარკოიშვილის მოედანზე ყოფნის პერიოდში “რეჯიო ემილიამ” მასპინძლებზე 5 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
მანუჩარის გუნდი მე-2 ტურის მატჩს 9 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც “პეზაროს” უმასპინძლებს.
gbf.ge