ფეხბურთი

0:33 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრებს ახალი ლოგო აქვს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი ლოგო წარუდგინა საზოგადოებას, რომელიც ამიერიდან იტალიის ეროვნული და სხვა დასხვა ასაკობრივი ნაკრებების მაისურზე იქნება გამოსახული.

ხსენებული ლოგო წინამორბედისგან განსხვავებული დიზაინისაა. მაგალითად, ოთხი ვარსკვლავი, რომელიც იტალიის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულებს ასახავს, ძველი ლოგოსგან განსხვავებით, მაღლა იქნება განლაგებული.

“ახალ ლოგო, რომელზეც მუშაობა სამი წლის წინ დავიწყეთ, შერწყმულია მომავალთან და ხაზს უსვამს წარსულსაც. ოთხი ვარსკვლავი უფრო თვალსაჩინოა და ისინი წარმოადგენენ მთელი ქვეყნის სიამაყეს.

იტალიის ნაკრების აქამდე არსებული ლოგო 2006 წლიდან იყო გამოსახული მაისურზე, თუმცა ამიერიდან მას ახალი ჩაანაცვლებს.

0.11832