ფეხბურთი

22:08 | 2.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ რიბერი "ბაიერნს" დიდი ხნით გამოაკლდა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ტრავმირებულია. როგორც “რეკორდმაისტერის” ვებგვერდი იტყობინება, ფრანგ ფეხბურთელს მარცხენა მუხლის დაზიანება აღენიშნება და გარკვეული პერიოდი იუქმებს. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

“ვწუხვართ რიბერის გამო. იმედია, მალე გამოჯანმრთელდება”, - თქვა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

გერმანული გამოცები კი, ამ სიტყვებზე დაყრდნოთ ვარაუდობენ, რომ 34 წლის ფეხბურთელს ლაზარეთში 2-3 თვე მოუწევს ყოფნა.

შეგახსენებთ, რიბერიმ ტრავმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში ბერლინის “ჰერტასთან” შეხვედრაში მიიღო.

0.118148