ფეხბურთი

21:08 | 2.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

არიგო საკი: "ბერლუსკონის პაულო დიბალასა და მაურიციო სარის ვურჩევდი"

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი არიგო საკი იტალიურ მედიასთან საუბარში იხსენებს, რომ სილვიო ბერლუსკონიმ თავის დროზე მისი რჩევები ყურად არ იღო.

საკის განცხადებით, ‘მილანს” მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარის მიწვევას და პაულო დიბალას შეძენას ურჩევდა:

“თავდაპირველად გალიანის ვესაუბრე, შემდეგ კი მას ბერლუსკონის ერთად. ვურჩიე მაურიციო სარის მიწვევა, მაგრამ ბერლუსკონიმ არჩევანი სინიშა მიხაილოვიჩზე შეაჩერა. გარდა ამისა, პაულო დიბალას თაობაზეც ვუთხარი, რომ იგი დიდი და ჭკვიანი ფეხბურთელია. თუმცა, ბერლუსკონიმ ჩემი რჩევები არ გაითვალისწინა და შემდეგ სინანული გამოთქვა”, - აღნიშნა საკიმ.

მაურიციო სარი ამჟამად “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელია და ნეაპოლიტანური გუნდი იტალიის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. პაულო დიბალა კი, ბომბარდირთა დავაშია პირველ პოზიციაზე 10 გატანილი გოლით.

0.11816