ფეხბურთი

19:13 | 2.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველია ტურის სიმბოლურში

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის მეთორმეტე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 25 წლის ქართველ ფეხბურთელს მოსკოვის “დინამოსთან” კარგი თამაში გამოცემა Sport-express.ru-მ დაუფასა.

“ორი თუ სამი ცენტრალური მცველი – “ლოკომოტივის” ქართველი ლეგიონერისთვის ერთი და იგივეა. კვირკველიამ კიდევ ერთი დამაჯერებელი თამაში აჩვენა დაცვაში”, - წერს გამოცემა.

კვირკველია მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხედ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. მთლიანობაში მხოლოდ პრემიერლიგის ეგიდით ქართველი მცველის მონაგარი 12 მატჩი და 2 გოლია.

0.117357