საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვეტერან კალათბურთელებს შეხვდა.
ვეტერანებმა სხვადასხვა საკითხებზე თავისი აზრი დააფიქსირეს და კალათბურთის განვითარების 10-წლიან პროგრამას გაეცნენ.
ვაჟა ქუთათელაძე (ვეტერანი კალათბურთელი): "შიო ხეცურიანის პროგრამა არის საინტერესო და საუკეთესო, რაც კი საკალათბურთო სამყაროდან ოდესმე ვინმეს წარუდგენია. ჩანს, რომ მან და მისმა გუნდმა დიდი შრომა ჩადეს ამაში და გამიხარდება, თუ კალათბურთში ასეთი პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები მოვლენ. ჩვენ, ვეტერანები მათ მხოლოდ და მხოლოდ დავეხმარებით."
შიო ხეცურიანი: "ჩვენ შევხვდით ქართული კალათბურთის ვეტერანებს. ხალხს, რომელმაც ბევრი დასამახსოვრებელი წუთი აჩუქა ქართველ გულშემატკივარს. ჩვენ მათ გავაცანით განვითარების 10-წლიანი სტრატეგია. მივიღეთ არაერთი საინტერესო და გასათვალისწინებელი რჩევა."
მოთამაშეთა გაერთიანების კავშირი