საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევი ციკლის მეცხრე მატჩს უელსთან გამართავს. შეგახსენებთ, თამაში 6 ოქტომბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრას ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი იქნება ხესუს ხილ მანსანო. 33 წლის მანსანომ ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მატჩი იმსაჯა: “ანდერლეხტი”-“სელტიკი” 0:3.
ლა ლიგის წინა სეზონში მანსანოს აკრიტიკებდნენ “ვილიარეალი”-“რეალის” შეხვედრის შემდეგ. “სამეფო კლუბმა” ის თამაში 3:2 მოიგო და იყო მწვავე გამონათქვამებიც, მადრიდელებს მანსანოს გადაწყვეტილებებმა მოაგებინაო.