ფეხბურთი

18:29 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი "გენტის" მთავარ გუნდში

ბელგიური "გენტის" მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდა გიორგი ჩაკვეტაძეს. 18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა იუპერ ლიგის მეცხრე ტურში "ბრიუგეს" წინააღმდეგ პირველად ითამაშა ბელგიის მთავარ ლიგაში. იან ვანჰაეზებრუკმა ჩვენებური თამაშში 83-ე წუთზე დანიელ მილიჩევიჩის ნაცვლად ჩართო.

მოგეხსენებათ, ჩაკვეტაძე "გენტში" ერთი თვის წინ "დინამოდან" გადავიდა. მას შემდეგ გიორგი ერთხელ მოხვდა პირველი გუნდის განაცხადში, თუმცა არ უთამაშია. მერე იყო დუბლი 21-წლამდელთა გუნდში. ახლა კი, უკვე პირველ გუნდშიც დაუთმეს დრო.

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, "ბრიუგემ" 2:1 მოიგო. "გენტი" მიმდინარე სეზონს ძალიან ცუდად ატარებს და 9 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება.

0.130584