ფეხბურთი

21:20 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონტე "ჩელსიდან" წასვლას ზაფხულში გეგმავს

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იტალიაში დაბრუნებას აპირებს. Sunday Times-ის ცნობით, კონტეს განზრახვა დიდი ხანია ცნობილია და მისი ახლობლებიც ადასტურებენ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს “ჩელსის” დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, თავად ანტონიომ ახსენა იგივე და აღნიშნა, რომ სამშობლო მოენატრა და ამიტომ, უცხოეთში დიდ ხანს გაჩერებას არ აპირებს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სატრანსფერო ბაზაზრე პასიურობის გამო კონტე “არისტოკრატების” დატოვებაზე ჯერ კიდევ ზაფხულში ფიქრობდა.

ანტონიო კონტეს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა წყაროს ცნობით, იტალიელი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე 2018 წლის ზაფხულში ხელშეკრულებას გაწყვეტს. შეგახსენებთ, კონტემ ლონდონური გუნდი 2016 წელს ჩაიბარა და პირველივე სეზონში პრემიერლიგა მოაგებინა.

0.112795