დანიის სუპერლიგაში მორიგი გოლი გაიტანა მათე ვაწაძემ. ქართველმა ფორვარდმა "ნორდშიელანდის" კარი 52-ე წუთზე აიღო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 28 წლის ფეხბურთელმა ფლანგური გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან შეძლო სტუმართა კარის დალაშქვრა.
ეს მათეს მეორე გოლია სუპერლიგის მიმდინარე სეზონში. გარდა ამისა, ორი გოლის დანიის თასზეც შეაგდო. ვაწაძემ 63-ე წუთამდე ითამაშა და შემდეგ შეცვალეს. შეუცვლელად ითამაშა "სილკებორგის" კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა დავით სხირტლაძემ.
თვითონ მატჩი კი ძალიან უცნაურად წარიმართა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, ხოლო 52-ე წუთისთვის "სილკებორგი" ლიდერ მეტოქეს 2:0 ამარცხებდა. თუმცა, შემდეგ თამაშის სადავეები მთლიანად დაკარგა. "ნორდშიელანდმა" 59-დან 69-ე წუთამდე ქართველების გუნდს 4 გოლი გაუტანა და 4:2 მოიგო.
"სილკებორგი" 11 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია: 10 ქულა და მე-11 პოზიცია.