საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტურის კალენდარული მატჩი "ამიენსა" და "ლილს" შორის შეწყდა. საქმე ისაა, რომ მე-15 წუთზე, როდესაც სტუმრები ფოდე ბალოს გოლით დაწინაურდნენ, "ლილის" გულშემატკივართა ტრიბუნა ჩამოინგრა.
მარსელო ბიელსას გუნდმა ძალიან ცუდად დაიწყო მიმდინარე სეზონი და გასავარდნ ზონაშია. როგორც ჩანს, გულშემატკივრებს "ამიენთან" დაწინაურება ძალიან გაუხარდათ და გოლის აღვნიშვნის დროს სტუმართა ტრიბუნის საყრდენმა კედელმა დაწოლას ვერ გაუძლო.
ფრანგული მედიის ცნობით რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათგან სამის მდგომარეობა კი მძიმეა. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ შეხვედრა შეწყდა და აღარ განახლებულა.