თბილისური შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ხავიერ ძანეტიც გამოირჩა აქტივობით. "ინტერის" ვიცე-პრეზიდენტმა ფეისბუქგვერდზე ლაივ-ვიდეო გამოაქვეყნა, როდესაც მატჩის დაწყებამდე მოედანზე გავიდა.
გარდა ამისა, ძანეტიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომლის ფონზეც "ინტერის" ქართველი გულშემატკივრები და არგენტინელისადმი მიძღვნილი ბანერები ჩანს:
"გუშინ საღამოს თბილისში, საქართველო. მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის. ძალიან სასიამოვნოა ინტერესიტების პოვნა მსოფლიოს მასშტაბით და გართობა იმ მეგობრებთან ერთად, რომლებმაც ფეხბურთი უკვე დატოვეს", - წერს სოციალურ ქსელში ძანეტი.