ძიუდო

17:30 | 29.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ამირან პაპინაშვილი ზაგრების გრან პრის ფინალშია

ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) ზაგრებში დღეს დაწყებულ გრან პრიზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა და უმაღლეს ტიტულს ერთი მოგებაღა აშორებს. საქართველოს ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა, რომელიც პრესტიჟულ შეჯიბრებაზე პირველ ნომრადაა განთესილი, ფინალის გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა.

საქმეში პაპინაშვილი მეორე წრიდან ჩაერთო და იაპონელ დაი აოკის 2 წუთი და 19 წამი აკმარა. აზერბაიჯანელ მეჰმან სადიგოვსაც ვადაზე ადრე სძლია. ნახევარფინალში კი საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, ბექირ ოზლუსა და თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანს დაუპირისპირდა და ბრძოლის მიწურულს შესრულებული ვაზარით აჯობა.

ფინალში ამირან პაპინაშვილი კიდევ ერთ უცხოელ ქართველს – რუსეთის ნაკრების წევრ რობერტ მშვიდობაძეს დაეჭიდება.

0.115196