მადრიდის “რეალის” ესპანელმა მცველმა სერხიო რამოსმა ჟურნალისტებათან ესპანეთში ყველაზე აქტუალურ თემაზე, კატალონიის რეფერანდუმის შესახებ ისაუბრა და ჟერარ პიკეს განცხადებას გამოეხმაურა.
“პიკეს ტვიტი? ვფიქრობ, ეს არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება. ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის მოსაზრებაა. ის, რაც კატალონიაში ხდება, მადრიდელთა უმრავლესობისთვის მიუღებელია. ეს დროის საკითხია და ასე მალე არ უნდა გადაწყდეს”, - განაცხადა რამოსმა.
შეგახსენებთ, რომ პიკემ სოციალური ქსელის მეშვეობით კატალონიელ ხალხს მიმართა.
“კვირამდე არ უნდა მივცეთ საბაბი და მშვიდობიანად უნდა მოვიქცეთ. მათ ინცინდენტები სურთ, თუმცა ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ”, -განაცხადა პიკემ.
შეგახსენებთ, რომ კატალონიაში რეფერენდუმი 1 ოქტომბერს გაიმართება.