სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

10:05 | 29.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძე 5 თვე ვერ ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე მომდევნო 5 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას "მორაბანკ ანდორას" ვებგვერდი ავრცელებს. კატალონური გუნდის ცნობით, ბექას მტკივან მარჯვენა მუხლზე ოპერაცია სჭირდება.

ქართველი კალათბურთელი ოპერაციას სან ხოსე დე ვიტორიას საავადმყოფოში, "ვიტას ჰოსპიტალში" გაიკეთებს, რომელსაც ხუან აზოფრა უხელმძღვანელებს. "ანდორას" ვებგვერდის ცნობით, ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პერიოდი 5 თვეს გასტანს.

"გვსურდა, რომ თავიდან აგვეცილებინა ოპერაცია, თუმცა ასეთმა გზამ სიტუაცია უფრო გაართულა. ახლა, საუკეთესო გამოსავალი ოპერაციის გაკეთებაა", - განმარტავს სერხი ფრანსისკო.

შეგახსენებთ, ბექა ბურჯანაძე ტრავმირებული ჯერ კიდევ აპრილის თვიდანაა. თითქოს, თავდაპირველად სერიოზული არაფერი იყო, მაგრამ ქართველი კალათბურთელი პარკეტს ვერ დაუბრუნდა. ბურჯანაძეს აღნიშნული მიზეზით ევრობასკეტ 2017 გაუცდა და ვერც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დაეხმარება საქართველოს ნაკრებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120524