ფეხბურთი

21:04 | 28.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დეშამმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი შეხვედრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

"მამლები" 7 ოქტომბერს სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო სამ დღეში პარიზში ბელარუსს შეხვდებიან. საფრანგეთი A ჯგუფში 17 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან შვედეთს 1 ქულით უსწრებს.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დეშამის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ალფონსო არეოლა (პსჟ), იუგო ლორისი ("ტოტენჰემი", ინგლისი), სტივ მანდანდა ("მარსელი").

მცველები: ლიუკა დინი, სამუელ უმტიტი ("ბარსელონა", ესპანეთი), კრისტოფ ჟალე ("ლიონი"), პრესნელ კიმპემბე, ლევენ კურზავა (პსჟ), ლორან კოშელნი ("არსენალი", ინგლისი), ჯიბრილ სიდიბე ("მონაკო"), რაფაელ ვარანი ("რეალი", ესპანეთი).

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე ("ჩელსი", ინგლისი), ბლეზ მატუიდი ("იუვენტუსი", იტალია), ადრიენ რაბიო (პსჟ), მუსა სისოკო ("ტოტენჰემი", ინგლისი), დიმიტრი პაიეტი, ფლორიან ტოვანი ("მარსელი"), კორანტენ ტოლისო, კინგსლი კომანი ("ბაიერნი", გერმანია), ტომა ლემარი ("მონაკო").

თავდამსხმელები: ოლივერ ჟირუ, ალექსანდრ ლაკაზეტი ("არსენალი", ინგლისი), ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო", ესპანეთი), კილიან მბაპე (პსჟ).

0.141893