ფეხბურთი

19:42 | 28.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: “მეტოქე დაიღალა და ამით ვისარგებლეთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “ოლიმპიაკოსის” დამარცხების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ “ბებერმა ქალბატონმა” მას შემდეგ შესძლო გამარჯვება, როდესაც მეტოქე დაიღალა.

“დღეს ჭკვიანურად ვითამაშეთ, თუმცა ეს მოთმინების ფასად დაგვიჯდა. ვცდილობდით აგვერიდებინა თავიდან რისკები. არ გადაგვეშვა მოწინააღმდეგე სწრაფ კონტრშეტევებზე. მათ ცოტა ხნის წინ შეიცვალეს მწვრთნელი და ახლა დაცვით ფეხბურთს თამაშობენ.

ბერძნებმა გონივრულად გადაკეტეს თავისუფალი ზონები და ჩვენც თამაშის ტემპი დავაგდეთ, მაგრამ როგორც კი მეტოქე დაიღალა, გადავწყვიტეთ შეგვეტია”, - განაცხადა ალეგრიმ.

ჩემპიონთა ლიგის ორი ტურის შემდეგ “იუვენტუსის” აქტივში მხოლოდ 3 ქულაა. რაც შეეხება ბურთების შეფარდებას, ალეგრის გუნდს უარყოფითი ბალანსი აქვს – 3 გაშვებული და 2 გატანილი.

0.118069