კალათბურთი

11:23 | 28.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

შიო ხეცურიანი კალათბურთის ჩემპიონატის მსაჯებს შეხვდა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი განაგრძობს შეხვედრებს თავისი წინაასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

მორიგი შეხვედრა საქართველოში არსებულ სამსაჯო კორპუსის წარმომადგენლებთან შედგა.

ისაუბრეს ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე და განიხილეს ამ პრობლემების მოგვარების ძირითადი გზები.

ხეცურიანმა მსაჯებს კალათბურთის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია გააცნო. პროცესში, მთავარი აქცენტი მსაჯობის მიმართულებაზე, ამ კონტინგენტში აუცილებელი პროგრესირების თემებზე გაკეთდა.

შიო ხეცურიანი: „მსაჯები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც კალათბურთში, ასევე სპორტის ნებისმიერ სახეობაში. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში აქტიურად დგას მსაჯობის პრობლემა. სტრატეგიის მომზადების პერიოდში არაერთი შეხვედრა გავმართეთ კალათბურთში ჩართულ ხალხთან და ფაქტობრივად, ყველამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მსაჯები დაასახელა. ძირითადი მიზეზი მსაჯების რაოდენობა და მონიტორინგის არქონაა. ორივე ფაქტორი გათვალისწინებულია ჩვენ 10-წლიან სტრატეგიაში. აღნიშნულზე და სხვა პრობლემებზე ვისაუბრეთ მსაჯებთან. მათი ჩართულობა აუცილებელი იქნება ჩვენი დასახული მიზნების მისაღწევად.“

მოთამაშეთა გაერთიანების კავშირი

0.116354