ლატვიის საკალათბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი 43 წლის არნის ვეცვარგასია, აღნიშნულ ინფორმაციას sportando.com-ი ავრცელებს.
არნისმა აინარს ბაგატსკისი შეცვალა, რომელმაც ევრობასკეტ-2017-ის შემდეგ ნაკრები დატოვა. ვეცვარგასი 2014 წლიდან “იურმალას” წვრთნის.
ევრობასკეტ-2017-ზე ლატვია 1/4-ფინალში ჩემპიონ სლოვენიასთან 97:103 დამარცხდა.