ეროვნულ ლიგა 2-ში 28-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. ლიდერმა მარტვილის “მერანმა” თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 1:0 აჯობა “გაგრას”, რომელიც ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში იყო.
ერთადერთი გოლი დებიუტშივე, კიჭი მელიავამ გაიტანა, მერე კი ანგარიში აღარ შეცვლილა. გოლს რაც შეეხება, მელიავამ შორიდან ძლიერი დარტყმით შეაგდო.
“ზუგდიდმა” ზედა ეწერში 0:0 დაასრულა მატჩი ბოლნისის “სიონთან”, რომელიც მესამე პოზიციაზეა, თუმცა მდევრებიც ახლოს არიან. ზუგდიდელები კი ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან.
გაგრა – მერანი (მარტვილი) 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 მელიავა (7)
ზუგდიდი – სიონი (ბოლნისი) 0:0
დღეს 16:00 საათზე გაიმართება სამი მატჩი
მეშახტე (ტყიბული) – ცხინვალი
სამგურალი (წყალტუბო) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)
გურია (ლანჩხუთი) – რუსთავი