ფეხბურთი

16:54 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 3: “შევარდენი” ისევ შეუჩერებელია

გაიმართა ლიგა 3-ის მორიგი ტური. “შევარდენი” ლიდერია: გიორგი კიკნაძის გაწვრთნილებმა სტუმრად 3:0 მოუგეს “სამეგრელოს”. გოლები ოდიკაძემ, მაისურაძემ და მაღალდაძემ მიითვალეს.

“თელავმა” 5:0 სძლია ხობის “კოლხეთს” და აშკარაა, გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილებიც იბრძოლებენ გადასასვლელად. ორ-ორი გოლი გაიტანეს გიორგი ხარებაშვილმა და გიორგი ნიქაბაძემ, ხოლო ერთი ბურთი ილია ბერიაშვილის ანგარიშზეა.

გამოსარჩევია “ჭიათურას” მოგება “ნორჩ დინამოსთან” – 2:1. მასპინძელთაგან ორივე გოლი თენგიზ ჩიკვილაძემ გაიტანა, რომელიც ყოველთვის მცველად გვახსოვდა, მაგრამ ზემოიმერულ გუნდში თავდამსხმელად თამაშობს და გუნდის საუკეთესო ბომბარდირიცაა.

წინ კიდევ შვიდი ტურია. ეროვნულ ლიგა 2-ში პირდაპირ გადავა მხოლოდ პირველადგილოსანი, მეორე და მესამეადგილოსნები კი პლეი ოფში ითამაშებენ ლიგა 2-ის მერვე-მეცხრე ადგილოსნებთან.

აქვე, ტურის ყველა შედეგი:

მარკ სტარსი (თბილისი) – იმერეთი (ხონი) 0:3

ბეთლემი (ქედა) – გარდაბანი 1:3

სამეგრელო (ჩხოროწყუ) – შევარდენი (თბილისი) 0:3

თელავი – კოლხეთი (ხობი) 5:0

ჭიათურა – ნორჩი დინამო (თბილისი) 2:1

0.129305