მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ლონდონის “ჩელსის” აქებს. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, “არისტოკრატები” ბოლო დროს გაძლიერდნენ და ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი უდგათ სათავეში.
“არ ვისაუბრებ დიეგო კოშტაზე, რადგან “ჩელსის” ფეხბურთელი აღარაა. თუმცა, ვისაუბრებ ალვარო მორატას თაობაზე: ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და კარგად იცის, როგორ იმოძრაოს საჯარიმოსთან უბურთოდ და როგორ ითამაშოს ბურთით.
მჯერა, რომ 2014 წლის ნახევარფინალთან შედარებით “ჩელსი” შეიცვალა – უფრო ძლიერი და დაბალანსებული გუნდი გახდა. ლონდონელებს უმაღლესი დონის მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც იცის ფეხბურთელთა ფსიქოლოგიის განვითარება. “ჩელსი” “ატლეტიკოს” ჰგავს, მაგრამ კონტეს სტილი ჩვენგან არ გადაუღია. იგი მანამდეც მუშაობდა “სიენასა” და “იუვენტუსში”, - თქვა სიმეონემ.
“ატლეტიკოსა” და “ჩელსის” შეხვედრა 22:45 საათზე გაიმართება.