ფეხბურთი

2:30 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ასათიანი: "ეს წაგება უფრო გაგვაერთიანებს"

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა რუმინეთთან მარცხის შემდგომ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, რადგან ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ.

პირველ ყოვლისა, მინდა ავღნიშნო, რომ მე ვარ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. ჩემმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და ვამაყობ, რომ მათი მწვრთნელი ვარ. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს იმიტომ, რომ წაგებული თამაშის შემდეგ მაინც ტაშს გვიკრავდნენ. წარმომიდგენია რა მოხდებოდა რომ მოგვეგო. კოშმარული ღამე გველის. ბოდიშს ვუხდი მთელს საქართველოს, რადგან ჩვენი იმედი ჰქონდათ და ვერ შევძელით მათი იმედის გამართლება.

ჩვენი მხრიდან იყო რაღაც პრობლემები, რომლებიც უნდა გამოგვესწორებინა, თუმცა ვერ შევძელით. პლეი-ოფში პირველად ვიყავით და გამოცდილება დაგვაკლდა. გასახდელში ძალიან ბევრი ცრემლი და გულისტკივილი იყო, მაგრამ გპირდებით, რომ ეს წაგება უფრო გაგვაერთიანებს", - განაცხადა ასათიანმა.

0.121967