იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსის” ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყეს კლაუდიო მარკიზიომ და სამი ხედირამ.
ამავე წყაროს ცნობით, გერმანელი შესაძლოა “ოლიმპიაკოსთან” სამატჩო განაცხადშიც მოხვდეს, ხოლო მარკიზიოს დაბრუნება უფრო მეტად დამდეგ უიქ-ენდზე “ატალანტას” წინააღმდეგაა მოსალოდნელი.
კლაუდიო მარკიზიო “იუვენტუსს” პირველი ტურის შემდეგ გამოაკლდა და თვეზე მეტი იუქმა, ხოლო ხედირა სექტემბრის დასაწყისში სანაკრებო შეკრებაზე დაშავდა.