ჭიდაობა

18:23 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეებმა ათ-ათი წონა დაამტკიცეს

მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანება (UWW) 2017 წლის სეზონს უმნიშვნელოვანესი სიახლეებით ასრულებს. უკვე ოფიციალურად დამტკიცდა, რომ თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაობებში, კონტინენტურ და მსოფლიოს ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე მედლების 10-10 კომპლექტი გათამაშდება.

8-8 წონით კატეგორიას მომავალი წლიდან კიდევ 2-2 დაემატება. ოლიმპიურ თამაშებზე კი სამივე სტილში, ძველებურად, 6-6 წონაში გამოვლინდებიან ჩემპიონ-პრიზიორები.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წონები შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდა: 55, 60, 63 67, 72 77, 82 87, 97 და 130 კილოგრამები. აქედან ოლიმპიური ლიცენზიები 60, 67, 77, 87, 97 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

თავისუფალ ჭიდაობაში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე სამეულები 57, 65, 74, 86, 97 და 125 კილოგრამებში შეივსება. სხვა შეჯიბრებებზე კი საქმეში 61, 70, 79 და 92 კილოგრამებში მოჭიდავეებიც ჩაებმებიან.

ქალები ოლიმპიადაზე 50, 53, 57, 62, 68 და 76 კილოგრამებში გამოავლენენ ჩემპიონ-პრიზიორებს. აქვე არაოლიმპიური წონებიც: 55, 59, 65 და 72.

იგივე წონითი კატეგორიები იქნება ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შეჯიბრებებზე.

2018 წლიდან ტურნირების ახალი ფორმატიც ამოქმედდება – თითოეულ წონაში შეჯიბრება ორი დღე გაგრძელდება და მეორე დღეს სპორტსმენთათვის დაშვება პლუს 2 კილოგრამი იქნება.

აქედანვე დაზუსტდა ისიც, რომ 2020 წლის ოლიმპიადაზე თითუეულ წონაში 16 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აქედან 6, ტოკიოს საგზურს მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით მოიპოვებს, 8 ლიცენზია კონტინენტურ საკვალიფიკაციო ტურნირებზე გათამაშდება. 2 - მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე.

0.114104