ვინჩენცო მონტელას გაწვრთნილი “მილანი” სერია A-ს უახლოეს ორ მატჩში 6 ქულას თუ ვერ მოიპოვებს, გუნდის თავკაცს თანამდებობის დატოვება მოუწევს. ასეთ ულტიმატუმს უყენებენ მონტელას კლუბის ხელმძღვანელები.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “მილანში” მონტელას შესაძლო შემცვლელებზე უკვე მსჯელობენ და ამ ეტაპზე კარლო ანჩელოტის ან ანტონიო კონტეს მიწვევის ვარიანტს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში “მილანი” 6 ტურის შემდგომ 12 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ორი მატჩში “როსონერის” მეტოქეები “რომა” და “ინტერი” იქნებიან.