გიორგი ბერიძე სლოვაკეთის ჩემპიონატის მეათე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. “ტრენჩინის” ქართველმა გარემარბმა “ტატრანთან” 7:0 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა.
ბერიძე ამ სეზონში მეორედ მოხვდა ტურის თერთმეტეულში. 20 წლის ქართველს 10 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. მისი “ტრენჩინი” ჩემპიონატში მერვე ადგილზეა.