ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ Kicker-მა ბუნდესლიგის მეექვსე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე “დორტმუნდიდან” მოხვდა, რომელმაც შაბათს საკუთარ მოედანზე “გლადბახის” განადგურება (6:1) მოახერხა.
ტურის გამორჩეული გუნდი ასეთია:
მეკარე: ირჟი პავლენკა (“ვერდერი”);
მცველები: სოკრატის პაპასტატოპულოსი (“დორტმუნდი”), აბდუ დიალო (“მაინცი”), ჰოლგერ ბადშტუბერი (“შტუტგარტი”);
ნახევარმცველები: იულიან ვაიგლი (“დორტმუნდი”), მაქსიმილიან არნოლდი (“ვოლფსბურგი”), დენის გეიგერი (“ჰოფენჰაიმი”), ლეონ ბაილი (“ლევერკუზენი”);
თავდამსხმელები: კევინნ ვოლანდი (“ლევერკუზენი”), მაქსიმილიან ფილიპი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი (ორივე “დორტმუნდი”).