ფეხბურთი

1:30 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “არსენალს” ლაკაზეტმა მოაგებინა

პრემიერლიგის მეექვსე ტურის დასკვნითი შეხვედრა “ემირეითს სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “არსენალი” “ვესტ ბრომვიჩს” დაუხვდა და ალექსანდრე ლაკაზეტის დუბლით დაამარცხა.

პირველი ნახევარი ძალიან კარგი სანახავი გამოდგა. საწყისმა 45 წუთმა ორმხრივ იერიშებში ჩაიარა და ორივე გუნდმა არაერთი სახიფათო მომენტი შემქნა. ალექსის სანჩესს უკვე მე-5 წუთზე შეეძლო გატანა, მაგრამ მისი საჯარიმო დარტყმა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა. სამ წუთში კი ჯეი როდრიგესს არ გაუმართლა, მან ბრწყინვალე მოძრაობით ჩამოიშორა შკოდრან მუსტაფი და კარგადაც დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა – ალექსის სანჩესმა კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულა კარგად, ბენ ფოსტერმა ბურთის მოგერიება კი შეძლო, მაგრამ დამატებაზე ალექსანდრე ლაკაზეტი გაჩნდა და თავური დარტყმით შეაგდო. “ბულბულებს” გათანაბრების 100%-იანი შანსი 38-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ როდრიგესს ისევ გაუმართლა და მისი თავური დარტყმის შემდეგ, ნაჩო მონრეალმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

მეორე ნახევარი კი სრულიად განსხვავებული გამოდგა. მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. “არსენალი” დიდ უპირატესობას ფლობდა, ხოლო სტუმრებს კარისკენ საერთოდ აღარ გაუხედავთ და ლოგიკურია, რომ მასპინძლებმა სხვაობის გაზრდა მოახერხეს – 66-ე წუთზე აარონ რემსი პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ლაკაზეტმა უნაკლოდ შეასრულა – 2:0.

უნდა ითქვას, რომ ეს მატჩი სამუდამოდ შევა ისტორიაში. საქმე იმაშია, რომ მასპინძელთა ვეტერანმა ნახევარმცველმა გარეტ ბერიმ პრემიერლიგაში 633-ე შეხვედრა ჩაატარა და რაიან გიგზის რეკორდი დაამხო.

არსენალი – ვესტ ბრომვიჩი 2:0 (1:0)

ლონდონი, “ემირეითს სთედიუმი”

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი, კოშელნი, მუსტაფი, მონრეალი, ჯაკა, ელნენი, კოლოშინაცი, ბელერინი, რემსი (მეიტლენდ-ნილსი 93), სანჩესი (ოზილი 83), ლაკაზეტი (ჟირუ 83).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ვესტ ბრომვიჩი (3-5-2): ფოსტერი, დოუსონი, ჰეგაზი, ევანსი, ლივერმორი (მორისონი 63), ბერი, კრიხოვიაკი, ნიომი (ფილიპსი 74), გიბსი, რობსონ-კანუ (რონდონი 64), ჯ.როდრიგესი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: ლაკაზეტი (20; 67 პენ.)
გაფრთხილებები: სანჩესი – ევანსი, დოუსონი, კრიხოვიაკი, ნიომი
მსაჯი: რობერტ მედლი

0.183189