ფეხბურთი

23:55 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ასათიანი: "ჩვენს პლიუსებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ"

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის განმეორებითი მატჩისთვის ემზადება. ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი კი ხვალინდელი მატჩისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ გაიმარჯვებს.

“შეძლებისდაგვარას მზად ვართ ხვალინდელი მატჩისთვის. კარგი განწყობით ვხვდებით. ვფიქრობ ყველაფერი თავიდან იწყება. შანსებ 50/50-ზეა. მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერია, რაც გამოჩნდა წინა თამაშშიც. პირველი მატჩის მერე ძალიან ბევრჯერ ვნახეთ ჩანაწერი ფეხბურთელებთან ერთად, ყველაფერი დაწვრილებით განვიხილეთ და ჩვენი დიდი სურვილია, რომ შეცდომები აღარ განმეორდეს. მოთამაშეები გავაფრთხილე და ჩვენი პლიუსები რაც არის ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ვფიქრობ, რომ მზად ვართ ხვალინდელი თამაშისთვის.

გუნდს მხოლოდ გიორგი ნიშნიანიძე დააკლდება, რომელიც რუმინეთში დაშავდა”, - განაცხადა ასათიანმა.

საქართველოს ფუტზალის ნაკრებმა ორი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახა. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩში გამარჯვებულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე მოუწევს ასპარეზობა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასოდეს უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ საქართველო რუმინეთის მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 20:30 საათზე დაიწყება. გულშემატკივარს ბილეთის შეძენა tkt.ge-ზე და ოლიმპიური სასახლის სალაროებში შეეძლებათ, რომლის ფასიც 5 ლარია.

0.123371