ფეხბურთი

23:27 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: “მჯერა, “ვანდა მეტროპოლიტანოსთან” ხანგრძლივი მეგობრობა მექნება”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბის ახალი არენის ატმოსფერით კმაყოფილია და სჯერა, რომ დიდხანს მოუწევთ მეგობრობა.

“მოხარული და გაკვირვებული ვარ ახალი არენით. როდესაც მაყურებელი ესალმება გუნდს, სტადიონიც ერთხმად გვესალმება. გუნდი განაგრძობს ახალი სახლის გაცნობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხანგრძლივი და ძლიერი მეგობრობა გვექნება”, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ “ვანდა მეტროპოლიტანო” 16 სექტემბერს, “ატლეტიკოსა” და “მალაგას” მატჩით (1:0) გაიხსნა. 27 სექტემბერს კი, მადრიდელები ამ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას “ჩელსისთან” ჩაატარებენ.

0.11197