კალათბურთი

19:17 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კარმელო “ოკლაჰომას” კალათბურთელია

“ნიუ იორკ ნიქსმა” და “ოკლაჰომა სითი თანდერმა” კალათბურთელები გაცვალეს. ნიუ ორკელებმა “ოკლაჰომაში” კარმელო ენტონი გაუშვეს, მის სანაცვლოდ კი თურქი ცენტრი ენეშ კანტერი, დუგ ნაკდერმოტი და 2018 წლის დრაფტის პიკი მიიღეს.

ამ გაცვლის შემდეგ “ოკლაჰომას” საჩემპიონო ამბიცია გაუჩნდა, რადგან გუნდში სამი ვარსკვლავი ჰყავს: კარმელო ენტონი, რასელ უესტბრუკი და პოლ ჯორჯი.

ნბა-ში 15-წლიანი თამაშის შემდეგ კარმელოს საშუალო მონაგარი ასე გამოიყურება - 24.8 ქულა, 6.6 მოხსნა, 3.1 პასი და 1.1 ჩაჭრა.

0.116078