მანუჩარ მარკოიშვილს იტალიურ „რეჯიო ემილიაში“ წარმატებული დებიუტი გამოუვიდა. სეზონისთვის მოსამზადებელ მატჩში ქართველმა ლეგიონერმა პირველად მოირგო ახალი კლუბის მაისური და 16 ქულა მიითვალა.
„რეჯიო ემილია“ „ვანოლი კრემონას“ შეხვდა და 87:70 მოუგო. მარკოიშვილი შედეგიანობით მხოლოდ იტალიის ნაკრების წევრ ამედეო დელა ვალეს (21 ქულა) ჩამორჩა.
“რეჯიო ემილია” სერია ა-ს პირველ ტურში “სიდიგას აველინოს” ესტუმრება. ეს მატჩი 2 ოქტომბერს გახლავთ დაგეგმილი.
gbf.ge