საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია ტრავმირებულია. თორნიკე დღეს, „ბასკონიასა“ და იერუსალიმის „ჰაპოელის“ შეხვედრაში დაშავდა.
როგორც ბასკური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, შენგელიას მარცხენა ფეხზე ტერფის დაზიანება აღენიშნება. ჯერჯერობით უცნობია ტრავმის სიმძიმე და ყველაფერს ნათელი უახლოეს პერიოდში მოეფინება, როდესაც ქართველს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.
„ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში 29 სექტემბერს, კატალონიაში „ბარსელონას“ ესტუმრება.