ფეხბურთი

22:40 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ნიუკასლის” მოგებათა სერია “ფალმერ სთედიუმზე” შეწყდა

პრემიერლიგის მეექვსე ტურის მეორე სათამაშო დღეს ერთი შეხვედრა გაიმართა. “ბრაიტონი” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლს” დაუხვდა და “სენტ ჯეიმს პარკზე” უქულოდ გაისტუმრა.

პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა. ორივე გუნდს გოლის გატანის თითო რეალური საგოლე შანსი შეექმნა: მასპინძელთაგან გროსს არ გაუმართლა, რომელმაც ცარიელ კართან მდგომ თანაგუნდელს გაარტყა ბურთი, ხოლო სტუმართაგან ხოსელუს უმტყუნა მიზანმა.

მეორე ნახევარი “ბრაიტონისთვის” დიდებულად დაიწყო და 51-ე წუთზე ტომერ ჰემედმა ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა. ხუთ წუთში სოლომონ მერჩის მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ელიოტმა საოცარი სეივი გააკეთა და სხვაობის გაზრდის საშუალება არ მისცა. დარჩენილმა დრომ უკვე “კაჭკაჭების” უპირატესობით ჩაიარა. შელვის, ატსუს და მერინიოს კარგი მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მიზანი ვერავინ გაისწორა და “ნიუკასლის” სამმატჩიანი მოგებათა სერია “ფალმერ სთედიუმზე” შეწყდა – 1:0.

ტურის დასკვნითი შეხვედრა ხვალ “ემირეითს სთედიუმზე” შედგება, სადაც ადგილობრივი “არსენალი” “ვესტ ბრომვიჩს” უმასპინძლებს.

ბრაიტონი – ნიუკასლი 1:0 (0:0)

ბრაიტონი, “ფალმერ სთედიუმი”

ბრაიტონი (4-4-1-1): რაიანი, დაფი, დონკი, სუტნერი, სალტორი, პროპერი, სტეფენსი, მერჩი, კნოკერტი (მერფი 81), გროსი, ჰემედი.
მწვრთნელი: კრის ჰიუტონი

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, კლარკი, ლასკელესი, იედლინი, მბემბა (გამესი 83), ჰეიდენი (შელვი 68), მერინიო, ა.პერესი, ატსუ, რიტჩი, ხოსელუ (გაილი 71).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლები: ჰემედი (51)
გაფრთხილებები: კნოკერტი, დაფი – ლასკელესი
მსაჯი: ანდრე მარინერი

0.114535