ჩოგბურთი

14:50 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვოზნიაცკიმ 26-ე ტიტული მოიპოვა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგბურთელმა დანიელმა კაროლინა ვოზნიაცკიმ კარიერაში 26-ე ტიტული მოიგო.

კაროლინამ “ტოკიოს” ტურნირის ფინალში რუსი ანასტასია პავლიჩენკოვა 6:0, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. კაროლინამ 7-დან 4 ბრეიკი შეასრულა, ხოლო პალიჩენკოვას ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია.

ამ გამარჯვებით ვოზნიაცკიმ 193 850 ამერიკული დოლარი და 470 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

0.117298