კალათბურთი

10:23 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძე და "პისტოია": პრობლემები უკან დარჩა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე იტალიურ “პისტოასთან” კონტრაქტს გააფორმებს. როგორც იტალიური მედია წერს, ქართველმა მოთამაშემ სამედიცინო შემოწმება მეორედ წარმატებით გაიარა და უკვე კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმებას აღარაფერი უკლია.

გაზეთ Pistoia-ს ცნობით, დუდა იტალიის სერია A-ს პირველ ტურში “კაპო დ’ორლანდოსთან” შეხვედრისთვის მზად იქნება – აღნიშნული მატჩი 5 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, დუდა სანაძის “პისტოია ფლექსში” გადაბაგრების შესახებ ჯერ კიდევ 9 სექტემბერს გაჟღერდა, მაგრამ შემდგომ სამედიცინო შემოწმებისას პრობლემები წარმოიქმნა.

0.121884