ფეხბურთი

1:49 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" დაფრინავს

დორმტუნდის “ბორუსია” უბრალოდ შეუდარებელია – პეტერ ბოშის ბიჭები ბუნდესლიგის სტარტზე ქვას ქვაზე არ ტოვებენ და დამსახურებულადაც ლიდერობენ. “დორტმუნდის” მორიგი მსხვერპლი მოსახელე გუნდი გახდა გლადბახიდან.

6:1 – “ყვითლებმა” დაარბიეს სტუმრები. გამორჩეული გახლდათ პიერ-ემერიკ ობამეიანგი. გაბონელი გასული სეზონის მსგავსად ბომბავს მოწინააღმდეგებს და ამჯერად ჰეთ-თრიქი გაიფორმა. “დორტმუნდს” 16 ქულა აქვს. “გლადბახთან” მატჩში ერთადერთი რაც “დორტმუნდს” გულში ხინჯად უნდა დარჩენოდა, გაშვებული გოლია: საქმე ისაა, რომ “ბორუსიამ” მიმდინარე სეზონში პირველად ვერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.

დორტმუნელებს კვალში “ჰოფენჰაიმი” ჩაუდგა. იულიან ნაგელსმანი ძალიან კარგი მწვრთნელია. ეს აქამდეც დაამტკიცა და ახლაც ამტკიცებს. “სოფლელების” მორიგი მხვერპლი ამჯერად “შალკე” გახდა – 2:0.

3 ქულა მოიპოვა ვიცე-ჩემპიონმა “ლაიფციგმაც” – რალფ ჰასენჰუტლის გუნდი ვერაა შარშანდელივით ეფექტური და სტაბილური, მაგრამ ფრანკფურტის “აინტარახტის” დამარცხება უდაოდ აქტივშია შესატანი.

მშიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია “მაინცმა”, რომელმაც ბერლინის “ჰერტა” დაამარცხა დე ბლასის კინკილა გოლით.

მეექვსე ტურის ორი მატჩი კი ფრედ, უგოლოდ დასრულდა. “შტუტგარტმა” “აუგსბურგს” ვერ დააკლო შინ ვერაფერი, ხოლო “ვერდერმა” – “ფრაიბურგს”.

“ჰოფენჰაიმი” – “შალკე” 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 გრეიგერი (13), 2:0 რუპი (90)

“მაინცი” – “ჰერტა” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 დე ბლასისი (54, პენ)

“ლაიფციგი” – “აინტრახტი” 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ოგუსტინი (28), 2:0 ვერნერი (67), 2:1 რებიჩი (77)

“შტუტგარტი” – “აუგსბურგი” 0:0 (0:0)

“ვერდერი” – “ფრაიბურგი” 0:0 (0:0)

“დორტმუნდი” – “გლადბახი” 6:1 (3:0)

გოლები: 1:0 ფილიპი (28), 2:0 ფილიპი (38), 3:0 ობამეიანგი (45), 4:0 ომაბეიანგი (49), 5:0 ობამეიანგი (62), 5:1 შტინდლი (66), 6:1 ვეიგლი (79)

თეგებიბუნდესლიგა
0.220292